ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 59 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები