“რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება” – თორნიკე რიჟვაძე

რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საარჩევნო პერიოდია და ყველასთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განახორციელოს.

„რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვნელოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები