კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ერთი მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტია. სპეციალისტები ახლა მის კონტაქტებს სწავლობენ. ამ მიზნით სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა, მუშაობს.

ნელი ხიზანიშვილ​ის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ მამაკაცს, რომელსაც გორში ქორწილი ჰქონდა და სოფელში ჩასვლის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა.

მსგავსი თემები