“საქართველოში გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობა 1%-ზე ოდნავ მაღალია და ამ მაჩვენებელს ბევრი ქვეყანა ისურვებდა” – თამარ გაბუნია

“ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის ქვეყნები, სადაც მიიჩნევენ, რომ თუ გატესტილი რაოდენობიდან, 3%-ს უვლინდება ვირუსი, ეს კარგი მაჩვენებელია და მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ სოციალურ ცხოვრებას. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ 1%-ზე ქვემოთ ვიყავით, ახლა ვართ ოდნავ ზემოთ: მაგალითად, თუ, დღის განმავლობაში, 9 000 ადამიანი იტესტება, მათგან დადებითობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არის 90 ადამიანი. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაჩვენებელი, ოდნავ მაღალი გვაქვს. ჯერჯერობით, ესაა ის მაჩვენებელი, რასაც ბევრი ქვეყანა ისურვებდა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღლა ადის, მიიჩნევენ, რომ ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ამას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები