კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა  გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 275.  ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 87 შემთხვევა აჭარას, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთს, ექვსი გურიას, 18 კი თბილისს  უკაშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები