“კორონავირუსზე გამოკვლეული 526 პირიდან ინფექცია 14-ს დაუდასტურდა” – მალხაზ თორია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია.

კოვიდინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.

მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

მსგავსი თემები