აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები