„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი” – გიორგი გახარია

“ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარი, დღეს ეს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა, შესაძლებლობები ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს თანაბარი – განათლება, სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები