„თბილისი ენერჯი“ ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.

„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.
კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში“- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები