პოლიციის მერ დაკავებული Skygirls-ის მენეჯერისა და მფლობელის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება

ბარ Skygirls-ის კლიენტის ცემისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ბარის მენეჯერი და მფლობელია, რომელიც დაზარალებულის თქმით, აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ადვოკატის განცხადებით, ის დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბარის მფლობელის მეუღლე, რომეო ჩხაიძე გამოკითხვაზე მივიდა. ის დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველია, მაგრამ დეტალებზე საუბარს არ აპირებს და ჩვენების მიცემაზე გამოძიებას უარს ეუბნება.

ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოქალაქე კი ფიზიკური ძალადობის გარდა, ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები