“განხორციელებული კიბერშეტევა ძალიან შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შემაშფოთებელია. მისი თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა მოხდეს მომავალი კიბერთავდასხმების რისკის უგულებელყოფა.

„განხორციელებული კიბერშეტევა ძალიან შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ კიბერთავდასხმებს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა დააკვირდება არსებულ სიტუაციას. მათ შორის, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოიჩენენ ყურადღებას, რათა მოხდეს მტკიცებულებების პოვნა ამ თავდასხმის უკან მდგომი ორგანიზატორებისა და მიზნის შესახებ. ვფიქრობ, ეს კიბერთავდასხმა ნათლად გვახსენებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მომავალი მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფხიზლად. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი და საქართველოს ბევრი სხვა პარტნიორი ბევრს იმუშავებს კიბერუსაფრთხოების ასპექტებზე“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები