პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების შეძენაა ასახული (ვიდეო)

საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც ასახულია 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქში ყოფნისა და მედიკამენტების შეძენის ფაქტი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩებზე მდებარე აფთიაქებში დიდი რაოდენობით პრეპარატები შეიძინა.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურის ცნობით, მან შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის  პრეპარატი 60 აბი  და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი.

https://www.youtube.com/watch?v=ePkJc5_ko0s&feature=youtu.be&fbclid=IwAR3zem-NqtYbMoh_EHcUwRJI9wIiZ9-rVqcg-q8mgUwb47dLzQWbxmiCsY4

მსგავსი თემები