თაღლითები „მაგთის“ ნომრის მფლობელებს ანგარიშიდან ფულს პარავენ

კოდი  002519 – სწორედ ასე იწყება სატელეფონო ზარი, რომელსაც თაღლითები ახორციელებენ. თუ ზარის ადრესატი ტელეფონს უპასუხებს, ის თაღლითებს მსხვერპლი გახდება და ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხას ჩამოაჭრიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „მაგთი“ აბონენტებისათვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519 ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა. ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“ – წერია კომპანიის განცხადებაში.

P.S. ნომრიდან +251 90 402 2991 დღეს „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელ ეკა გულუასთანაც დაირეკა. შემთხვევითობიდან გამომდინარე, ადრესატმა სატელეფონო ზარს ვერ უპასუხა და თაღლითებს ამ გზით გადაურჩა.  

მსგავსი თემები