“საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არიან კვალიფიციური დამკვირვებლები” – კელი დეგნანი

კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არიან კვალიფიციური დამკვირვებლები.

“NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში. ისევე, როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისიაში. NDI პროფესიონალების გუნდისგან შედგება, რომლებმაც საქართველო ძალიან კარგად იციან.

ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებში მინაწილეობა აქვთ მიღებული სადამკვირვებლო მისიებში. ამ ჯერზე, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე იქნება ჯგუფები, რომლების პროცესებს დააკვირდებიან და მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იქნებიან მათთან, ვინც საქართველოში არ იქნება.

ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა. ასე, რომ არანაირ შემცირება სამუშაოს ან ჩართულობის ინტენსივობაში, ჩემი აზრით მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არის ძალიან ბევრი გამოცდილი დამკვირვებელი, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით დააკვირდებიან პროცესს,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები