ფილარმონიასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ერთი ადამიანი

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.

დაშავებულია კიდევ ორი მოქალაქე, აქედან ერთი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ფილარმონიასთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა, რის მიზეზადაც ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

მსგავსი თემები