ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

“ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებული და ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

„ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა არის სტაბილური. მას ჩაუტარდა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონკრეტულად რა სახის დაზიანებები ჰქონდა, ვერ გეტყვით. ჩაუტარდა ყველა ვიწრო სპეციალიზაციის კონსულტაცია, რაც ახლა აუცილებელი იყო. ჯერჯერობით იმყოფება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და არ ველოდებით მდგომარეობის დამძიმებას“, – აცხადებს კვაჭაძე.

მსგავსი თემები