ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 36 COVID ინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის სულ 426 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 153, 4 კი გარდაიცვალა.
მეტი...დღე: სექტემბერი 4, 2020
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 07:44 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მეტი...