კოსტავას ქუჩაზე აფეთქების გამო მოძრაობა შეიზღუდა

„თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე შსს – ის თანამშრომლები რჩებიან.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები