„ვიდეობს გავეცანი, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ნუ დავარქმევთ, ბოლო სიტყვას ნუ დავარქმევთ” – მიხეილ რამიშვილი

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნების და ჩანაწერების მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან ერთად, გამოძიება სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს.

იგი ასევე ითხოვს, დაზარალებულ მხარეს გადაეცეს სატელიტური ფოტოები, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს, იდგა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს რაიონში იმ ადგილას, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით, ბაჩალიაშვილს „იუთუბის“ გვერდზე ოჯახთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჰქონდა ატვირთული.

„ვიდეობს გავეცანი, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ნუ დავარქმევთ, ბოლო სიტყვას ნუ დავარქმევთ. ეს იცით როგორი მომენტია? არსებობს დასამშვიდობებელი ბრჭყალებში და მომავლის სიტყვაც, მაგ: მე მივდივარ, მე მომავალი წინ მაქვს, ბევრი საქმე უნდა გავაკეთო და მე კარგად ვიქნები. ასევე არის შემდეგი ხასიათის ვიდეო – ბავშვობაში მაგალითად შეყვარებული და გაბრაზებული თუ ვიყავი. გვქონდა დღიური სადაც ვწერდით : იმან გამაბრაზა, არაფერი აღარ მინდა, მე თავს მოვიკლავ, გადმოვხტები მეხუთე სართულიდან. ვიდეოში ტირის და იძახის, რომ მე არ მინდა არაფერი, მშვიდობით“, – განაცხადა რამიშვილმა

მსგავსი თემები