,,მეოთხე სტადიის მქონე პაციენტის კითხვამ გააღიზიანა მინისტრი და ყვირილი დაგვიწყო” – აფხაიძე

„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე აცხადებს,რომ მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე ონკოპაციენტებს უყვირა:

„პაციენტები ყვებოდნენ თავის ამბებს, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტები, ერთ-ერთმა დასვა კითხვა, რამაც გააღიზიანა მინისტრი, გამოვიდა წყობილებიდან, თქვენ ჩემ წინააღმდეგ ხართო, მაკრიტიკებთ ტელევიზიითო და ყვირილი დაგვიწყო.

პაციენტმა იკითხა ვადებზე, როგორც მახსოვს, კვლევები როდის დაიწყებაო, ჩვეულებრივი შეკითხვა დასვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა აგრესია, თუმცა რომც ყოფილიყო ისეთ მდგომარეობაში ვყავართ დღეს სამინისტროს ონკოპაციენტები, ესეც ბუნებრივი იქნებოდა. მინისტრს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება. ყვიროდა, ჩვენ ვეუბნებოდით ნუ ჩხუბობთ მინისტრო!“, – ამბობს ,,პუბლიკასთან“ საუბარში გვანცა აფხაიძე.

შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტები 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას, საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანასა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას ითხოვენ, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამ მოთხოვნებით უკვე რამდენიმე თვეა ისინი რეგულარულ აქციებს მართავენ.

მსგავსი თემები