ვიცე-პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ლერი სულაბერიძეზე განხორციელებული თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. დავით მურვანიძე სამართალდამცველებმა წუხელ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულ ლერი სულაბერიძესთან ნაცნობობა არ აკავშირებს და საქმესთან შეხება არ გააჩნია.

„გვეუბნებოდნენ რომ მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე დააკავებდნენ. შემდგომ კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს. დააკავეს იმისთვის, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ, თუმცა, მას ამ საქმესთან არანაირი შეხება აქვს, არც ბრალდებულს იცნობს და არც დაზარალებულს მანქანაც გაჩხრიკეს, თუმცა, არაფერი ამოუღიათ. სხვა კომენტარებს ვერ გავაკეთებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან, ამ დრომდე არ ვიცი, რის საფუძველზე დააკავეს ის“ – აცხადებს ადვოკატი თემურ ადონია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, რამდნიმე დღის უკან ესროლეს. ლერი სულაბერიძეს ტყვია არ მოხვდა და გადარჩა. საქმეზე ბრალდებულია ერთი ადამიანი.

მსგავსი თემები