“ალბათობა, რომ ტურისტს ჰქონდეს „კორონავირუსი“ არსებობს“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტურისტები  კარანტინში არ გადადიან, რადგან თუ ის ორკვირიანი დრო კარანტინში გაატარა, რაღატო ჩამოვა სამოგზაუროდ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილიარ გამორიცხავს, რომ ვირუსის იმპორტირებული შემთვხევბი გაიზარდოს:

„აღმავლობის მიზეზი შეიძლება გახდეს საზღვრის გახსნაც, ეს აუცილებელი იყო და ეს ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, მაგარამ რისკი  იმის, რომ ტურისტების შემოსვლას გახშირება მოჰყვეს შემთხვევბის რასაკვირველია არსებობს.

შერჩეულია ის ქვეყნები, სადაც კონტროლირებადია ვირუსი, მაგრამ რისკი მაინც არსებობს.

იმ ქვეყნებში, სადაც მიმდინარე ეპიდემიაა იმის ალბათობა, რომ ტურისტს ჰქონდეს ვირუსი რა თქმა უნდა არსებობს, რადგან ტურისტები კარანტინში არ გადადიან, რადგან თუ ის ორკვირიანი დრო კარანტინში გაატარა, რაღატო ჩამოვა სამოგზაუროდ. რისკის ფასად ეს ნაბიჯი გადაიდგა და გამოჩნდება ცუდი შედეგი მოჰყვება თუ არა ამას, მაგრამ, თუნდაც დაიწყოს იმპორტირება შემთხვევების, იმედია მოვახდენთ ლოკალიზებას.“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები