„მოვა დრო და სააკაშილი, მერაბიშვილი, კეზარაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატზე იქნებიან გასამართლებული“ – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს იყო სააკაშვილის მხრიდან ახალი საზღვრის დაკანონება, როდესაც ახალგორი მიუერთა ცხინვალის ოლქს, ეს იყო ყველაზე დიდი ღალატი იყო ახალი საზღვრის გავლება, რამაც მისცა დღეს საშუალება რუსულ იმპერიალიზმს წამოეწყო მცოცავი ოკუპაცია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავას მიაჩნია, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ ქვეყნის ღალატის ბრალდებით:

„ამ ტერიტორიაზე მას მერე, რაც პირველი ქმედება იყო ჩადენილი ჩაატარეს უკანონო არჩევნები და აირჩიეს სანაკოევი, ესეც უკანონობა და ღალატი იყო, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს, მე მაქვს ფილმი გადაღებული,სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტების მეირ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე, არსად  არაა ნახსენები რუსეთი.

მე იმედი მაქვს მოვა დრო და სააკაშილი, მერაბიშვილი, კეზარაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატზე იქნებიან გასამართლებული და ამ სასამართლოსთვის უამრვი საბუთები გაგვაჩნია. ამას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება გააკეთებს სხვა, რადგან ეს იქნება ერთ – ერთი საბაბი, რის გამოც ხელისუფლება შეიცვლება.“ – განაცხადა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები