“მცოცავი ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს, რუსეთის ეს გზა განწირულია” – ანდრიუს კუბილიუსი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კუბილიუსი წერს, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

„12 წლის გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალების მხრიდან პროვოკაციებს აგრძელებს. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერაილისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. ერთადერთი ევროპული გზა რუსეთისთვის არის საქართველოს მაგალითის გათვალისწინება, რომელიც სამაგალითოა წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით. საქართველო სიმამაცით ხვდება გლობალურ ცვლილებებს ევროკავშირის აღმოსაველთ სამეზობლოში“, – წერს კუბილიუსი.

მსგავსი თემები