„გამოჯანმრთელებული ადამიანი დაცული არ არის, ვირუსი მეორდება“ – ინფექციონისტი

„ახალი კორონავირუსის“ თვისებები და იმუნურობა ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, არის შემთხვევები, როცა ვირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანს შეუბრუნდა. „გამოჯანმრთელებული ადამიანიც არა არის დაცული, იაპონიაში იყო მსგავსი ფაქტები, როცა გამოჯანმრთელებულ და ბინაზე 14 დღიან იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ხელმეორედ შეეყარათ „კორონავირუსი“, თავიდან დაიფიცირდნენ. მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც იქნება. უნდა მოვერიდოთ კონტაქტს. ვინც გამოჯანმრთელდება არც ის არის დაცული, ახალი ვირუსი იმუნიტეტს რამდენად ტოვებს, ამ ეტაპისთვის უცნობია. ვინაიდან არის ახალი ვირუსი და პანდემია, გამოჯანმრთელებული ადამიანებიც უნდა მოერიდონ სოციალიზაციას“ – განუცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მეტი...

ავსტრალია კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინას (ბცჟ) გამოცდის

ავსტრალიაში, მელბურნში მდებარე მერდოკის კვლევით ინსტიტუტში კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედებას გამოიკვლევენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქმედების შესწავლა კორონავირუსთან მიმართებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ითანამშრომლონ მელბურნის ინსტიტუტის კვლევასთან. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულიოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან. “ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვფიქრობდეთ,…

მეტი...

„რეზერვი ექიმები ყოველ კვირა უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ – ელენე ხურციძე.

„ქუთაისში კლინიკაში ექიმები დავყავით რეზერვებად, არიან ექიმები ვინც მუშაობენ პირველ ხაზზე და მათ ჩაანაცვლებს სიტუაციის შესაბამისად სხვა ჯგუფი“ – ამის შესახებ თერაპევტმა ელენე ხურციძემ განაცხადა. ხურციძის ინფორმაციით კლინიკებს ეძლევა რეკომენდაციები როგორ შეინარჩუნონ, ინვენტარის და პერსონალის რეზერვი. „ორი ფაქტორია გამოსაყოფი, ერთი რას აკეთებს კლინიკა და მეორე მოქალაქეები, ის რაც ჯანდაცვის სისტემის გასაკეთებელია, ეს არის ყველა დონეზე მზადყოფნის გეგმები. ყველა კლინიკა ცდილობს შეცვალოს პაციენტების მიღების სისტემაც კი. კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ორი შესასვლელი ჩვეულებრივი პაციენტებისთვის და საეჭვო პაციენტებისთვის. უნდა ვიცოდეთ. რეზერვი ექიმები ყოველ ორ კვირას უნდა შევიცვალოთ, რომ ჩვენ არ გავხდეთ გამავრცელებლები“ –…

მეტი...

„ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს“ – ალქესანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება. იგი საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები. „ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს პრობლემა თითქმის, მოგვარებულია. ეს ასე არ არის, ჯერ ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს და ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემასთან და ექიმებთან ერთად. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაათმაგებული ყურადღებით მოექცნენ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

„რისკი იქნება ის, თუ ზვავის მსგავსად გაიზრდება შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს“ – პროფესორი

„თუ აუცილებელი პირობა არ არსებობს, იყავით იზოლირებული, დაიცავით ერთმანეთი და საკუთარი თავი“ – ეს განცხადება თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა რისკებსა და სირთულეებს ხედავთ „კორონავირუსის“ მომატებული რაოდენობის შემთხვევაში, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ გვიპასუხა, რომ მთავარი რისკი ინფიცირებულთა ზვავისებრი მატება შეიძლება იყოს. „რისკებსა და საფრთხეებს მე ვხედავ იმაში, რაზეც ჯანდაცვის სფეროს მესვეურები საუბრობენ. რისკი ერთია, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარა – არ მოხდეს აფეთქება. თუ ზვავის მსგავსად გაიზარდა შემთხვევები, ამას ვერც ერთი სისტემა გაუძლებს და ძალიან მძიმე იქნება. ეს ყველაფერი კი…

მეტი...

“კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში” – თამაზ ნავერიანი

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარება, შესაბამისად, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა. თამაზ ნავერიანი ადამინთა იმ ჯგუფს მიმართავს, რომლებიც მისი აზრით შექმნილ ვითარებას ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებისთვის იყენებენ. „28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19“-ის პანდემიის ახლანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სახელმწიფო წარმატებით ებრძვის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა სამაგალითოა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობა,…

მეტი...

გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირი მკურნალობს

„ჰოსპიტალში ამაჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირი რჩება, მათგან 4 ახალი შემთხვევაა“ – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალიდან „მედიაცენტ მთავარს“ განუცხადეს. ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსით დაინფიცირებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ჯამში ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 ადამიანი მკურნალობს.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 ინფიცირებული პირი რჩება, მათგან 3 ბავშვია. „ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ,…

მეტი...

„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა“ – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი საზოგადოებას ნიჰილიზმის დანერგვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“ – წერს ილია ჭიღლაძე.

მეტი...

“საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია ცნობილია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია. როგორც უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. “ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს – პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

მეტი...

„ონკოლოგიური პაციენტი განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს, თუ ის კონტროლის ქვეშაა“ – რემა ღვამიჩავა

თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტები „კორონავირუსის“ გავრცელების განსაკუთრებულ რისკის ზონას არ წარმოადგენენ, თუ ისინი კონტროლის ქვეშ არიან და ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით დაიცავენ. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ, თუმცა კლინიკებში ვიზიტები უნდა შეზღუდონ. „ონკოლოგიური პაციენტები, ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნიტეტის დასუსტება, ისევე როგორც სხვა პაციენტები, მომეტებული რისკის ქვეშ არის. ეს არ არის განპირობებული ონკოლოგიური პათოლოგიით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, როგორც სხვა პათოლოგიებისას, თანმხლებია იმუნიტეტის დაქვეითება. იმუნინტეტ დასუსტებულ ადამიანში კორონავირუსის განვითარების შემთხვევაში, სერიოზული ფორმების მიღება  უფრო მომატებულია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმუნიტეტის…

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა. Worldomwters-ის ინფორმაციით, დადასტურებული 81 470 შემთხვევიდან, 75 700 ადამიანის ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ცნობისთვის, ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის შიდა გადაცემა კვლავაც არ ფიქსირდება და ყველა მათგანი იმპორტირებულია. ამასთან, ჩინეთმა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მას ამ ეტაპზე აშშ და იტალია უსწრებენ.

მეტი...

“კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. „გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა რატიანმა. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, მისივე ინფორმაციით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

მეტი...

მარნეულის მერიასთან სამართალდამცველები მივიდნენ

მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ს ინფორმაციით პოლიცია აქტიურად პატრულირებს მარნეულში, სამართალდამცველები ამ ლოკაციაზეც რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ

მეტი...

“არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება” – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული. მისი განცხადებით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. „ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, – განაცხადა რეხვიაშვილმა. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მისივე თქმით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება. „არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ…

მეტი...

ონკოლოგური პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში უნდა მოთავსდეს

​ონკოლოგ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საქართველოში „კორონავირუსით“ დაინფიცირებული ონკოლოგიური პაციენტი არ გვყავს, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის “ბოქსირებულ” განყოფილებაში უნდა მოთავსდეს, სადაც მას ადგილზე გაუწევენ დახმარებას. „ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა, ამ ეტაპზე არ გვყავს და ვიმედოვნებ, რომ არც გვეყოლება. პაციენტი, რომელსაც “კორონავირუსი” დაუდგინდა და არის გართულებულ ფორმაში, მას სჭირდება სპეციალურ, “ბოქსირებულ” პალატაში ყოფნა. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორი იქნება, ასეთი პაციენტის არსებობს შემთხვევაში, თუნდაც ონკოლოგიური პაციენტის,  ის უნდა მოთავსდეს ჩვეულებრივ, “ბოქსირებულ” პალატაში, სადაც მას  ონკოლოგიური კუთხით ყველა სერვისი შეექმნება“, – განაცხადა თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი. ინფორმაციისთვის, 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

“ზუგდიდში ზომები იმიტომ გამკაცრდა, რომ Covid-19-ით დაინფიცირებულის კონტაქტები ვერ ფიქსირდება” – თენგიზ ცერცვაძე

“არაფერი განსაკუთრებული ზუგდიდში არ მომხდარა, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. დაახლოებით ჰგავს მარნეულის შემთხვევას“ – ამ ის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში  საშუალო სიმძიმის პაციენტი წევს და ვერ ფიქსირდება ამ პაციენტის კონტაქტები. „მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან ამ ბოლო დღემდე იმუშავა გამკაცრებული ზომებით იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა, მან  მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაში და შედეგი? – მარნეულიდან გვაქვს ულ 10 კაცის მატება, მეტი არა, მაშინ როდესაც შეიძლება ყოფილიყო ასეულები და ათასეულები. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ზუგდიდის ამ ერთ შემთხვევაზე, სხვაგან ამას არ მოახდენდნენ. მყისიერი რეაგირება მოხდა ზუგდიდში, შეიძლება…

მეტი...

ესპანეთის პრინცესა მარია-ტერეზა ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ესპანეთის პრინცესა მარია-ტერეზა ბურბონ-პარმას დინასტიიდან COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსით 86 წლის ასაკში, 26 მარტს, პარიზში გარდაიცვალა. მარია-ტერეზა 1933 წლის 28 ივლისს დაიბადა. მან განათლება საფრანგეთში მიიღო და ასწავლიდა პარიზის სორბონისა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში.

მეტი...

კიბოს სკრინინგის პროგრამები შესაძლოა დროებით შეჩერდეს

“კორონავირუსის” გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დროებით, კიბოს სკრინინგის პროგრამები შეჩერდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით “მედიაცენტრ მთავარში” თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა.  “საუბარია კიბოს სკრინინგის დროებით შეჩერებაზე ან გადავადებაზე.  იცით, სკრინინგი დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის და ის ამით გამოირჩევა რეგონში. არის გარკვეული რეკომენდაციები ამერიკის კლინიკურ-ონკოლოგთა ასოსციის, რომ ამ პერიოდში, როცა „კორონავირუსის“ პანდემიაა მსოფლიოში, კიბოს სკრინინგის პროგრაამ  შესაძლოა მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ვიდრე სიკეთე. შესაბამისად, არის საუბარი,  რომ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღონ დროებით შეჩერებაზე. სკრინინგი ძალიან დიდი სიკეთის მომტანია, თუმცა, ძუძუს კიბოს სკრინინგის დროს შეუძლებელია დისტანციის დაცვა. სწორედ ამიტომ არის…

მეტი...

“თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ 3 ადამიანი, მეტი არა” – ამირან გამყრელიძე

„არ ვაშინებ საზოგადოებას და არ მინდა, პანიკას მივეცეთ, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება და ყველა რეკომენდაციის დაცვა.“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ცერცვაძე მთავარ რეკომენდაციად ისევ სოციალურ დისტანციას ასახელებს და საზოგადოებას ხანდაზმული ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს. „ვამბობთ, რომ მთავარი რეკომენდაცია არის სოციალური დისტანცია, დავრჩეთ ყველა სახლში და ნუ ვივლით, ნუ შევიკრიბებით, განსაკუთრებით მოხუცებულები, განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული, სხვა დაავადებები, განსაკუთრებით ვინც იმყოფებიან ქრონიკულ მკურნალობაზე. ეს ადამიანები არიან მომატებული რისკის ადამიანები. თავი ავარიდოთ ნებისმიერ თავყრილობას ანუ სადაც სამი-ხუთი ადამიანი იკრიბება. არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 97 – ე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი. ინფორმაციისთვის, 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

„იყო მოსაზრება, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა“ – თენგიზ ცერცვაძე

„უჰანში არის საკვლევი ინსტიტუტი, სადაც არის ვირუსოლოგიური ლაბორატორია და იყო ერთ – ერთი მოსაზრება, რომ  ვირუსმა ამ ლაბორატორიიდან გაჟონა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოცემულ სიტუაციაში ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირებაზე და ურთიერთ ბრალდებებზე საუბრობს, თუმცა მისი მოსაზრებით აღნიშნული სიმულაციები არადამაჯერებელია: „იყო მოსაზრება, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა, ეს იყო ცალკეული ერთეული პირების მოსაზრება. ახლა ჩინეთი ამერიკას უპირისპირდება ბრალდებების საპასუხოდ და პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკელებმა გაავრცელეს. ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. მსგავსი ბრალდებები ყოველთვის არსებობს ასეთი ვირუსების გავრცელების ფონზე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე მოსაზრებით ვირუსი ხელოვნურად არ…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაინფიცირების ნიშნებით ქალი გადმოიყვანეს

აფხაზეთში „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირების ნიშნებით 45  წლის ქალი გადმოიყვანეს. მას ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი ახასიათებს, რაც „კორონავირუსს“. პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. ის აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა. სავარაუდო ინფიცირებული სოფელ  ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტიდან ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ის, რომ აფხაზეთში „ახალი კორონავირუსი“ სერიოზული პრობლემაა და ადგილობრივები მასობრივად ინფიცირების საფრთხის წინაშე დგანან, ამის შესახებ 2 დღის უკან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს. მარინა ეზუგბაიას თქმითვე, რიგით 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, COVID -19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.  “დილის შემდეგ ახალი შემთხვევა დაგვემატა და ამ დროის მონაცემებით უკვე 91 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ის ჩვენს ცენტრში იმყოფება. სულ 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება დღეს და მათგან ერთზე მოვიდა დადებითი პასუხი. ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს ინგლისში. უნდა დაიწყოს დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და მძიმე არ არის. ის ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხვალ 7…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 91 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

მეტი...

“შეიძლება ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ამოცანაა, ამ დრომდე მივაღწიოთ მინიმალური დანაკარგებით” – თენგიზ ცერცვაძე

“ინფექციის გავრცელების მასშტაბებით, ჩვენ ყოველთვის სხვა ქვეყნების უკან ვივლით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში ინფექციის გავრცელება არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რასაც ევროპის პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. “არავინ არ იცის, როდის იქნება პიკი. პრეცედენტული მიდგომით, ელოდებიან, რომ აპრილიდან შეიძლება დაიწყოს ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. შეიძლება კორონავირუსმა ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ეს არავინ არ იცის. უმეტესობა, შინაგანად ვფიქრობთ, რომ პიკი იქნება მარტის ბოლოსთვის, შემდეგ დაიწყება გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია, ამ პიკთან მინიმალური დანაკარგით მივიდეთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“იტალიელებმა იტალიურად იმოქმედეს, ვირუსს სერიოზულად არ მიუდგნენ” – თენგიზ ცერცვაძე

“იტალიას უსიმპტომო, მსუბუქი პაციენტები გაეპარა, რომლებიც გამავრცელებლები გახდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იტალიაში და დანარჩენ ქვეყნებში, ხელი შეუწყო ეპიდემიის სწრაფ ზრდას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ტენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც იტალიამ გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო, დაინფიცირებულთა რაოდენობით კი უახლოვდება. “რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ერთი ის, რომ მან გვიან ჩაკეტა საზღვრები და გვიან დაიწყო ზომების მიღება. ხშირად ვამბობთ, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ძალიან გვანან, რომ ლაღი ერი, კანონმორჩილი და პედანტი ხალხი  ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. ჩვენმა ჯანდაცვის…

მეტი...

“ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 26 პაციენტი გაიპარებოდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებისთვის რეკომენდაციები გასცა, თუმცა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მათ ამ რეკომენდაციებში გარკვეული შესწორებები შეიტანეს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანმო-ს რეკომენდაციებში შეტანილმა ცვლილებებმა, გარკვეულწილად გადაარჩინა საქართველო. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში გარკვეული კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ჯანმო-მ, როდესაც საეჭვო დეფინიციები გამოაქვეყნა, საეჭვო შემთხვევის, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის, იქ ეწერა ასეთი რამ: საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38, ან მეტი. ჩვენ, მსოფლიო გამოცდილებით ვნახეთ, რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ან ეს 38 გრადუსი ტემპერატურა არც თუ…

მეტი...

“70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია” – თენგიზ ცერცვაძე

“70 წელს გადაცილებული ადამიანი ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა დაავადებების დროს, იყო დაძაბული პერიოდი, თუმცა არც ერთხელ მსგავსი მოცულობის სამუშაო არ შეუსრულებიათ, როგორც ახლა, კორონავირუსის ეპიდემიის დროს. “იყო დაძაბული პერიოდი, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, შიდსის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით. იყო ღორის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს გაკეთება, ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძემ მარინა ეზუგბაიასა და მარინა ენდელაძეს განსაკუთრებული…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი წითელ ზონაში იმყოფება

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი მარნეულში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საკარანტინე ზონაში ადგილზე გაეცნობა მოსახლეობის მდგომარეობას და დაათვალიერებს საველე ჰოსპიტალს. სალომე ზურაბიშვილს მარნეულში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი რამდენიმე დღის წინ წითელ ზონებად გამოაცხადა.

მეტი...

“პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა?” – მეუფე იოსები

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები მრევლს კურთხევას აძლევს, ტაძარში პირბადეებით იარონ. მისივე თქმით, ბოლო ჟამი მოახლოებულია, ადამიანებმა ახლა უფრო მეტად უნდა იარონ ტაძრებში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განსაცდელის დროს წირვა-ლოცვაზე უარის თქმა. მანვე საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც მიწის ნაკვეთები აქვთ, საკვები დათესონ. “სინოდის კრებაზე ყველა ერთსულოვანი იყო და არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვების შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა.შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. ეს რომ ვქნათ,…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, დღეს, ბოლნისში 25 ადამიანი დააჯარიმეს, ბირჟებზე ისევ იკრიბებიან

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის დაცვა ისევ პრობლემაა. ადგილობრივთა ნაწილი შეზღუდვებია არასერიოზულად აღიქვავს და მათ აჯარიმებენ. დღეს, 15:00 საათის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 25 ადამიანი დააჯარიმეს. როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადგილობრივები სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, დარღვევები მაინც ხდება. „ინფორმაციის პრობლემა არ არსებობს, სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, როგორ ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვავენ საკითხს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო შსს წარმომადგენლების მიერ, გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ადამიანი დაჯარიმდა 3000 ლარით. დღეს, კი  25 ადამიანია დაჯარიმებული. არის შემთხვევები, როცა ადამიანები უმიზეზოდ, ტყუილად გამოდიან ქუჩებში და…

მეტი...

ტყუილია, „კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ახალი კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის. „ეს ჰაერით გავრცელებადი ინფექცია არ არის“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. „სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ახალი კორონავირუსული“ ინფექცია ჰაერში 8 საათის განმვლობაში ძლებს. „კორონავირუსი“ ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებულ ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს“ – აცხადებენ ჯანმო-ში და ყველას მოუწოდებენ, ხშირად ჩაატარონ ზედაპირების დეზინფექცია და კონტაქტისას დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია.    

მეტი...

სამეგრელოში ზომები მკაცრდება, დამატებითი ბლოკ-პოსტები და საპოლიციო ძალები კონტროლისთვის ემზადებიან

ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი, სამეგრელოში გადაადგილება იზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ჩიქოვანმა  საგანგებო განცხადება გააკეთა. „ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე, ეს არის ერთადერთი დამატებითი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე. დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები და ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა, მძღოლი და  2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით რათა…

მეტი...

“განსაცდელშია მსოფლიო” – ილია მეორე

“მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

მეტი...

მარნეულსა და ბოლნისში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც უკვე მე-7 დღეა კარანტინია, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. სამართალდამცველები გაძლიერებულ პატრულირებაზე გადადიან და იზოლაციის დამრღვევ პირებს აჯარიმებენ. პარალელურად მკაცრი კონტროლია მუნიციპალიტეტში შესასვლელ და გასასვლელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე.  “დღეს დასკვნას ელოდება ის 6 პირი, რომელთაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. გუშინ საღამოს დაემატა 3 ადამიანი, რომელთა საკვლევი მასალაც ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება. რადგან წყაროები დადგენილი არ არის და შიდა გადაცემები ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ადამიანების გადაადგილებისა და კონტაქტის კონტროლი გამკაცრდა. გუშინ საკმაოდ ბევრი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა, ამ გამკაცრებულმა პრევენციამ კი, მეტი ეფექტი გამოიღო და ქუჩები დღეს ფაქტობრივად ცარიელია,” – განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო…

მეტი...