“იტალიელებმა იტალიურად იმოქმედეს, ვირუსს სერიოზულად არ მიუდგნენ” – თენგიზ ცერცვაძე

“იტალიას უსიმპტომო, მსუბუქი პაციენტები გაეპარა, რომლებიც გამავრცელებლები გახდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იტალიაში და დანარჩენ ქვეყნებში, ხელი შეუწყო ეპიდემიის სწრაფ ზრდას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ტენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც იტალიამ გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო, დაინფიცირებულთა რაოდენობით კი უახლოვდება.

“რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ერთი ის, რომ მან გვიან ჩაკეტა საზღვრები და გვიან დაიწყო ზომების მიღება. ხშირად ვამბობთ, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ძალიან გვანან, რომ ლაღი ერი, კანონმორჩილი და პედანტი ხალხი  ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ და პასუხისმგებელმა პირებმა არაიტალიურად იმოქმედეს. საპასუხო ზომების გატარება დაიწყეს ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში. მათ კი, იტალიურად გააკეთეს. არ ჩაკეტეს საზღვრები, არ გაატარეს მკაცრი ზომები ეპიდემიის შესაკავებლად. ანუ, ისინი სერიოზულად არ მოეკიდნენ ამ საფრთხეს. 

მეორე მიზეზია, რომ მათ თავიდანვე გაეპარათ მცირე და უსიმპტომო პაციენტები, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს. მცირესიმპტომიანი  და უსიმპტომო ადამიანები, რომლებსაც შემდეგ სუპერსპრეტერები უწოდეს, გაითქვიფნენ საზოგადოებაში და დაიწყეს გავრცელება. მერე შეკავება ძნელი გახდა. თავიდანვე მეოთხეული გადაცემა დაიწყო იქ უკვე. 

მესამე მიზეზი, რომლის მე  ნაკლებად მჯერა, თუ ჩვენთან, პრემიერის განკარგულებით, კლინიკები დაიცალა, მოხდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის გამოყოფა, იტალიამ კი, ამ ადამიანების ჩვეულებრივ კლინიკებში განთავსება დაიწყო.

ბოლო მიზეზი, რომელსაც თვითონ იტალიელები ასახელებენ, რომ იტალიელი მოსახლეობა ყველაზე ხანდაზმულია ევროპაში. მე ასე ვიტყოდი, რომ ოთხივე მიზეზი სახეზეა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები