საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი.
ინფორმაციისთვის, 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.