“ზუგდიდში ზომები იმიტომ გამკაცრდა, რომ Covid-19-ით დაინფიცირებულის კონტაქტები ვერ ფიქსირდება” – თენგიზ ცერცვაძე

“არაფერი განსაკუთრებული ზუგდიდში არ მომხდარა, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. დაახლოებით ჰგავს მარნეულის შემთხვევას“ – ამ ის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ზუგდიდში  საშუალო სიმძიმის პაციენტი წევს და ვერ ფიქსირდება ამ პაციენტის კონტაქტები.

„მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან ამ ბოლო დღემდე იმუშავა გამკაცრებული ზომებით იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა, მან  მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაში და შედეგი? – მარნეულიდან გვაქვს ულ 10 კაცის მატება, მეტი არა, მაშინ როდესაც შეიძლება ყოფილიყო ასეულები და ათასეულები. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ზუგდიდის ამ ერთ შემთხვევაზე, სხვაგან ამას არ მოახდენდნენ.

მყისიერი რეაგირება მოხდა ზუგდიდში, შეიძლება არც იყო… იტალიაში და საფრანგეთში ასეთ შემთხვევაზე რეაგირება არ იყო, იმიტომ მოხდა ასეთ გავრცელება. აქ ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა ზუგდიდში, მართალია შიდა გავრცელებაა, კონტაქტი არ იყო, მაგრამ, მაშინვე მყისიერად გახორციელდა საჭირო ზომები, შესაძლოა საჭიროზე ოდნავ მეტიც კი” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები