კიბოს სკრინინგის პროგრამები შესაძლოა დროებით შეჩერდეს

“კორონავირუსის” გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დროებით, კიბოს სკრინინგის პროგრამები შეჩერდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით “მედიაცენტრ მთავარში” თსუ-ს ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა. 

“საუბარია კიბოს სკრინინგის დროებით შეჩერებაზე ან გადავადებაზე.  იცით, სკრინინგი დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის და ის ამით გამოირჩევა რეგონში. არის გარკვეული რეკომენდაციები ამერიკის კლინიკურ-ონკოლოგთა ასოსციის, რომ ამ პერიოდში, როცა „კორონავირუსის“ პანდემიაა მსოფლიოში, კიბოს სკრინინგის პროგრაამ  შესაძლოა მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ვიდრე სიკეთე. შესაბამისად, არის საუბარი,  რომ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღონ დროებით შეჩერებაზე. სკრინინგი ძალიან დიდი სიკეთის მომტანია, თუმცა, ძუძუს კიბოს სკრინინგის დროს შეუძლებელია დისტანციის დაცვა. სწორედ ამიტომ არის საუბარი დროებით შეჩერებაზე, საბამ „კორონავირუსის“ აფეთქების საშიშორბა არსებობს”, – განაცხადა ონკოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში”.    

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები