ოკუპირებული აფხაზეთიდან დაინფიცირების ნიშნებით ქალი გადმოიყვანეს

აფხაზეთში „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირების ნიშნებით 45  წლის ქალი გადმოიყვანეს. მას ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი ახასიათებს, რაც „კორონავირუსს“.

პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. ის აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა. სავარაუდო ინფიცირებული სოფელ  ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტიდან ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

ის, რომ აფხაზეთში „ახალი კორონავირუსი“ სერიოზული პრობლემაა და ადგილობრივები მასობრივად ინფიცირების საფრთხის წინაშე დგანან, ამის შესახებ 2 დღის უკან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მსგავსი თემები