ტყუილია, „კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ახალი კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის. „ეს ჰაერით გავრცელებადი ინფექცია არ არის“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ახალი კორონავირუსული“ ინფექცია ჰაერში 8 საათის განმვლობაში ძლებს. „კორონავირუსი“ ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებულ ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს“ – აცხადებენ ჯანმო-ში და ყველას მოუწოდებენ, ხშირად ჩაატარონ ზედაპირების დეზინფექცია და კონტაქტისას დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია.    

მსგავსი თემები