ვატო შაქარიშვილი დიმიტრი გვრიტიშვილს: როდის დაასრულებთ საზოგადოების შეურაცხყოფას?!


“დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე, რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან, უფრო მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა,”- ასე აფასებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ვატო შაქარიშვილი და შესაბამის სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესში, თავისთავად, მიუღებელი არაფერია, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, მათი უვადოდ დანიშვნის გადავადებას ემხრობა:

“იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი!

განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება, შავით თეთრზე წერია, რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება! 
რა თქმა უნდა, სამართლებრივ დეტალებში არ შევალ, რადგან არც მეორე კლასელი ვარ და არც პირველკურსელი იურისტი, უბრალოდ მოცემულობის და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ორი ხელით ვემხრობი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტები კი, არ მომისმენია, ცუდყოფილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს იმეორებდნენ.

თვისებრივ, უვადოდ დანიშვნაში არაფერია ცუდი, არც გარკვეული ვადით დანიშვნა არის აპრიორში ცუდი, ორივე მოდელს აქვს პლუსები და მინუსები. ბევრ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი მოდელი მუშაობს, ბევრში კი მეორე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე, რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან (ცუდ რაღაცებს რომ სჩადიოდნენ,) უფრო მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა! 

მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება. გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო (საინტერესოა რაზე დაყრდნობით აცხადებდა), მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო – როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?!

P.S. ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენ! 
ყოფილი ზონდერები არ არსებობენ! 
ყოფილი ნაცები არ არსებობენ!
ყოფილი ცუდები არ არსებობენ! “- წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები