სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, აეროპორტის დასახლება N38ა-ში, პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილი სამკერვალო საწარმო – „სუპერ ატლასი“ დაათვალიერა.
საწარმო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა და ტანსაცმელს აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს შეადგენს.
საწარმოში იკერება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი: ქურთუკები, პიჯაკები, შარვლები, “შორტები”, მაისურები, პერანგები და სპეციალური უნი-ფორმები.
როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები, როგორც მისი მუნიციპალიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიაში ადგილობრივები დასაქმდნენ.