ვახუშტის ხიდი ერთი საათით ჩაიკეტება

ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მსგავსი თემები