დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს.

პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე დ.ვ.-მ შურისძიების მიზნით დედის სახლში ხანძარი გააჩინა, თუმცა, არის თუ არა კავშირი ოჯახურ ძალადობასა და ხანძარს შორის, ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები