“ამნისტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ეს ფურცელი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის პროექტი  უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი აღნიშნულ მიზნებს არ პასუხობს.

“პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენს მიერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, რასაკვირველია მთლიანად არის თანხვედრაში და იზიარებს იმ სულისკვეთებას და პრინცპებს,  რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაში გახლავთ მოცემული.

მთავარი საკითხი გახლავთ, რომ ამნიასტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

ვერსია, რომელზეც ოპონენტები საუბრობდნენ, ეწინააღმდეგება ამ სულისკვეთებას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები