ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ევროპის ქალაქებისკენ, 6 ახალი მიმართულება დაემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ევროპის ქალაქების მიმართულებით, პირველი აგვისტოდან 6 ახალი რეისი დაეამატება. ავიაკომპანია Wizz Air -ი ფრენებს ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში განახორციელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა ამერიკული გამოცემა Global Finance -ის 2019 წლის რეიტინგზე და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში, უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.

მამუკა ბახტაძის თქმით, მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველომ უსაფრთხოების თვალსაზრისით 9,68 ქულა დააგროვა. ჩვენ ვართ 49-ე ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და ჩვენ ვუსწრებთ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას ამ მაჩვენებლით.

“Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. თუმცა, ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ წარმატების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. უსაფრთხოებაში იგულისხმება ისეთი კომპონენტები, როგორიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენური მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება და კონფლიქტის შესაძლებლობა”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

მსგავსი თემები