„ვისაც ვებრძვი და ვუპირისპირდები, ყველასგან აკრძალული მეთოდის გამოყენებას ველოდები“ – ეკა ბესელია

„დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება, მთავარია გამოძიება იქ მივიდეს, ვინც ეს დაგეგმა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსული ეკა ბესელია.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, ამ ეტაპისთვის, როგორც თბილისში, ისე რეგიონში არაერთი ადამიანია დაკავებული. მისივე განცხადებით, მან სამართალდამცველებს საეჭვო პირთა წრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შევხვდი მინისტრის მოადგილე მეზვრიშვილს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც მიყავს გამოძიება. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა. ის, რაც შემეძლო მე მეთქვა ჩემი გარკვეული მოსაზრებები და რა ინფორმაცია შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზმით. საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაგვიგეგმავს. ამ ეტაპისთვის რა ინფორემაციაც მივიღე, არის ის, რომ რამდენიმე ადამიანი დაკავებულია და საგამოძიები მოქედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავაფრთხილოთ მოქალაქეები, იმისთვის, რომ არ მოხდეს, ბევრი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებებში გაუაზრებლად ჩართვა. უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება, ისე განხორციელება და შენახვა არის სისხლის სამართლის წესუთ დასჯადი ქმედება. რამდენიმე პირი დაკავებულია სწორედ იმისთვის, რომელსაც შეიძლება არც კი ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ან გაზიარებას ან შენახვას. არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონშიც არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა ალბათ გაიზრდებს, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში. ჩემთვის მთავარია, პირველი ის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები ასეთი უკაონონო ქმედებისგან. მეორე – აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორამდე ანუ იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამ უკანონო მოქმედების გამხორციუელება“ – განაცხადა ეკა ბესელიმ.

მისი თქმით, იმ ადამიანების დაკავება, ვინც ფარულ ვიდეოჩანაწერს გაუაზრებლად ინახავდა ან აზიარებდა, მის ინტერესებში არ შედის: „ჩემი ინტერესი არ არის უამრავი ადამიანი დავაპატიმროტ იმის გამო, რომ ვერც კი ხვდებოდბენ რას აკეტებდნენ. კანონის არცოდნა მოქალაქეს სს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფებს, მაგრამ, საჭიროა გავაფრთხილოთ. მთავრია გამოძიება მივიდეს იმ ადამიანებთან ვინც ეს დაგეგმა, ეს პრინციპული ამოცანაა. ჩემთვის ასევე მთავარია, რომ რა მიზანიც ჰქოდათ ამ ადამიანებს, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, ნამდვილად ასეა… ვისაც მე ვებრძვი და ვუპირისპირდები, ყველასგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას“.

მსგავსი თემები