„რეგულაციების გამკაცრებამდე სპეციალისტებმა უბედური შემთხვევების მიზეზები უნდა დაადგინონ“ – დიმიტრი ხუნდაძე

ბუნებრივი აირით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევებიდან გამომდინარე, დიმიტრი ხუნდაძე კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. დეპუტატის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, როცა სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ პრობლემებსა და უბედური შემთხვევების მიზეზებს შეისწავლის.

„პარლამენტმა, რეგლამენტის თანახმად, უნდა შექმნას თემატური ჯგუფი, სადაც, დაინტერესებულ პირებთან ერთად, დარგის სპეციალისტები იმუშავებენ, დადებენ დასკვნას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. თუ საჭიროება იქნება, სწორედ ამის შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, დარგის სპეციალისტებმა არსებული ვითარების ანალიზი გააკეთონ, რა არის ბუნებრივი აირით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი გამოიმწვევი მიზეზები. როცა კომპეტენტურ რჩევას მივიღებთ, შემდეგ მოხდება შესაბამისი ქმედება. არ შეიძლება, ანალიზი არ იყოს გაკეთებული, რეალობა არ იცოდე და საკანონმდებლო ცვლილება მიიღო,“ – განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, არსებული საკანონმდებო რეგულაციების გამკაცრება აქტიურად განიხილება.

მსგავსი თემები