აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ირანს მორიგი საფრთხეები დაუწესა. შტატების სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელთაღსრულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. სანქციები ასევე შეეხოთ ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს; რავინის აკადემიას, სადაც აშშ-ის ცნობით, ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება. სანქციები დაუწესდა ირანულ კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co-ს, რომელიც ამერიკული მხარის განცხადებით, უზრუნველყოფს ირანის მთავრობისთვის ინტერნეტში ცენზურას, თვალთვალსა და ჯაშუშობას. „ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ…

მეტი...

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე აფეთქება მოხდა აფეთქდა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც მძღოლიც იჯდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მძღოლის ჩაჯდომისთანავე აფეთქდა, მძღოლს კი მოკიდებული სიგარეტი ეჭირა ხელში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ავტომობილში დამონტაჟებული გაზის აპარატი. დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მეტი...

ფოთში, უკრაინაში გასაგზავნი 8-10 ტონა ტვირთი დაიწვა

უკრაინაში გასაგზავნად  შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი მთლიანად განადგურდა. შენობას, სადაც ტვირთი ინახებოდა, ხანძარი გაუჩნდა და მისგან არაფერი დარჩა. როგორც უკრაინელი მოხალისე ოლგა ლუკიანცევა ამბობს, საუბარია 8 – 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთზე. „ჩემი აზრით, ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რადგან შენობის ფანჯრებზე უკრაინის დროშები მქონდა გამოკრული, ესეც ტერორისტული თავდასხმაა უკრაინელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ვიღაცას სურდა ეს პროვოკაცია, ეს შენობა ეკუთვნოდა კერძო პირს, სადაც ელექტროგაყვანილობაც კი არ იყო“, – ამბობს ოლგა ლუკიანცევა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით.

მეტი...

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელთან ურთიერთობა დათბა

უკრაინული მხარე ადრე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ მათ ისრაელის მხრიდან, დახმარების მხრივ, არაფერი მიუღიათ. დღეს კი, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელთან უკრაინის ურთიერთობა დათბა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ამჟამად უკრაინა ისრაელთან თანამშრომლობის გზის დასაწყისშია. „ყველას უხერხულობას უქმნის ჩვენი ურთიერთობები, თუმცა ისინი ბოლო დროს უფრო თბილი გახდა. პაუზის შემდეგ ჩვენ ვხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. და ეს არის დადებითი ტენდენცია ისრაელის მხრიდან. მადლობელი ვარ ამისთვის. ისრაელმა იცის, რა არის ომი. მიგვაჩნია, რომ ისრაელმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარის უკრაინას. ჩვენ გვჭირდება ისრაელის პოლიტიკური ლიდერობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მეტი...

პოლონეთმა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების რეზოლუციას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სენატის მხრიდან ერთხმად არის მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პოლონური მხარე ავრცელებს რეზოლუციას პოზიციამ და ოპოზიციამ მხარი ერთხმად დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, პოლონეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და  მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარონ.

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პუტინის გამარჯვება კატასტროფა იქნება

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკაინის ომში რუსეთის გამარჯვება არ შეიძლება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, არ შეიძლება, პუტინს გამარჯვების საშუალება მისცე. „არ დავიწყებ ფიქრს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი – მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატოს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა“ – აღნიშნა ატოს გენერალურმა მდივანმა. ასევე, როგორც სხვა…

მეტი...

პროკურატურამ სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე  მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა. ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი…

მეტი...

„ბინძური ომის“ გამოყენება ცრუ ბრალდებაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის მხრიდან გზავნილებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ცდილობს,  ცრუ ბრალდებას უწოდებს. ამ თემაზე ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ მოუწია განცხადების გაკეთება. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი. შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ცდილობს ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებაზე მუშაობს.

მეტი...

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები ისევ გაცვალეს

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, უკრაინამ 10 მებრძოლი დაიბრუნა. „ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი და 9 რიგითი და სერჟანტი. ასევე გადმოგვეცა ამერიკელი მოხალისეს, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის ომობდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს“ – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

მეტი...

ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაიქცა

რუსული მედიის  ინფორმაციით, ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, რომელიც გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. „მან მოსკოვი გვიან ღამით (სამშაბათს) დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცველების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით. “ – აცხადებს წყარო. წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოასწრო.

მეტი...

შალვა ნათელაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 3 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს. მისი თქმით, 50 ათასი ევროთი უნდათ დააჯარიმონ საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის თქმის გამო. ,,როგორც კი წუხელ ვამხილეთ ივანიშვილი დავით გარეჯის გაყიდვასა და აზებაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში საიდუმლო სერობის გამართვაში, სადაც ამ საკითხთან ერთად გადაწყდა ენერგომატარებლებიდან კლანებს შორის მილიარდების ახლებური გადანაწილება. დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე, სადაც უნდა დამაჯარიმონ 50 ათასი ევროთი რადგან პარტიის საარჩევნო კლიპში ვთქვი მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი, ეს სოფლები ეს ლიქოკი ეს არხოტი ცარიელა ეს პარტახი საიგავო მეშინია ეს სამოთხე…

მეტი...

,,აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა  აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა. ამის შესახებ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პუტინი შეერთებული შტატებს და მის მოკავშირეებს ექსტრემისტული და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უკრაინამ, ფაქტობრივად, დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ. „ახლა აშშ ტუმბავს იარაღს (უკრაინაში), მათ შორის მძიმეს, უგულებელყოფს კიევის რეჟიმის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ. ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული “ბინძური ბომბის” გამოყენება პროვოკაციებისთვის” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე  თქმით, აშშ უკრაინას იყენებს  „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ…

მეტი...

,,ყირიმის სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა”- შალვა პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანი და ალბათ ისტორიული დღეც იყო, იმ კუთხით, რომ შეიქმნა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იმ ქვეყნებს, რომელიც ერთი მხრივ, გმობენ რუსეთის აგრესიას, და მეორე მხრივ, სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.  პარლამენტის თავმჯდომარემ  საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს გამოცდილება რუსული…

მეტი...

დუშეთში ვეტერანთა ჰოსპიტალი საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: დუშეთი, კოსტავას ქ. N 34; კულტურული მემკვიდრეობის შენობა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში  დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. „ესენი არიან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან და ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოსო, ხოლო საქართველოში როცა ჩამოდიან ამბობენ, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსსო. ჯამში, ერთიც და მეორეც საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებია. ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის, რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ განცხადებებს. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს.…

მეტი...

ინდონეზიაში პითონმა ქალი გადაყლაპა

ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში პითონმა ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა. არსებული ინფორმაციით,  54 წლის ჯაჰ­რა გა­სულ პა­რას­კევს პლან­ტა­ცი­ებ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, რის შემ­დეგაც დაიკარგა. და­კარ­გულ ქალს ჯერ მე­უღ­ლე ეძებ­და, შემ­დეგ კი  საქ­მე­ში სამ­ძებ­რო ჯგუ­ფი ჩა­ერ­თო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ბო­ლოს კი პი­თონს წა­ა­წყდნენ, რო­მელ­საც მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი. ქალის ცხედარი, სწორედ პითონის მუცელში აღმოაჩინეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პითონმა ინდონეზიაში ადამიანი მოკლა და შეჭამა.

მეტი...

ახალქალაქში სკოლასთან ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა

ახალქალაქში  ავტომობილი მე-4 სკოლის წინ ტროტუარზე 9 წლის გოგოს დაეჯახა.  შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც ბავშვმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს არ მიულოცავს პრემიერ – მინისტრად დანიშვნას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი „არამეგობრული ქვეყანაა”. ცნობისთვის, რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად 25 ოქტომბერს დაინიშნა.  

მეტი...

მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს. მისივე თქმით, ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ,,ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ვაინიცირებთ ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი სოჭში სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, 31 ოქტომბერს სოჭში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება. კითხვაზე, მიიღებს თუ არა ფაშინიანი მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში, სიმონიანმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ შეხვედრა შედგება“. „ვიმედოვნებ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა ჩვენმა პარტნიორმა და მთავარმა მოკავშირემ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სომხეთის ინტერესების ხაზი გაჩერდა. სომხეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას უკან“, – აღნიშნა სიმონიანმა.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია ეწევა კამპანიას, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

,,ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტსტუსი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან დაცლილია. „ის, რომ ეს არის კამპანია, იმითიც დასტურდება, რომ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტსტუსი. რაც შეეხება რეალურ დამოკიდებულებას ევროკავშირში, ამ რეალურ დამოკიდებულებას ჩვენ ყოველდღიურად…

მეტი...

,,ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით მერიას არც ერთი არაკანონიერი ნაბიჯი არ გადაუდგამს”- კახა კალაძე

,,დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რა იყო პრობლემა, რამ ვერ იმუშავა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ტრაგიკული და უბედური შემთხვევა,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით,  ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით მერიას არც ერთი არაკანონიერი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ,,პროექტში რაც იყო მოცემული, აბსოლუტურად ყველაფერი შესაბამისად იქნა გაკეთებული. ჩემთვის გაუგებარი იყო, როდესაც პირველივე დღეებში საპროექტო კომპანია საუბრობდა, თითქოს ჩაძირული ტუმბოები არ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთ მაგალითად მომყავს ეს, რაც ძალიან მენიშნა და ჩემთვის, თითოეული თანამშრომლისთვის გაუგებარი იყო, თითქოს ჩაძირული ტუმბოები შადრევანში არ უნდა ყოფილიყო. რა…

მეტი...

,,ინფორმაცია, თითქოს, ბავშვებმა საცურაო აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილია”- გიორგი ჩაკვეტაძე

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სპორტულ ცენტრთან „იმედი“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბავშვებმა საცურაო აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილი და სიცრუეა. მისი თქმით, აუზის წყლის ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ წყალში ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, იგივე დაადასტურა კიდევ დამატებით ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევებმაც. ,,კონკრეტული მედიის მხრიდან, სამწუხაროდ, ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება საცურაო აუზს, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გასულ კვირას გამოქვეყნდა. სიცრუეა, თითქოს, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზში მიმდინარეობს, რამაც ბავშვებისა და…

მეტი...

,,ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ”- ნიკა გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, არ გამორიცხავს, მათი ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ. მისივე თქმით, მოსალოდნელია გოგაშვილის ოჯახის წევრების დაკავებაც. „ეს ემსახურება მთავრობის მხრიდან და არა გამომძიებლების მხრიდან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან. რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით საზოგადოება, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით არავის მოქცევიან საერთოდ. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.”,- განაცხადა გოგაშვილმა.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია ზარმაცია, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ”- ალუდა ღუდუშაური

,,რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ”ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ”. „სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებისთვისაც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ. ახლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მათ ძირითადად მოეთხოვებათ ერთადერთი, მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში და იყვნენ კონსტრუქციულები. ამასაც კი არ აკეთებენ. ესენი არიან საპარლამენტო…

მეტი...

,,პრობლემა არის კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც გაღიზიანებულია”- კახა კალაძე აუზზე

თბილისის მერის, კახა კალაძის  განცხადებით, სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აუზის თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც სხვა თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების გამო, გაღიზიანებული იყო. ,,ჩვენ ვისაუბრეთ სიმართლე. ვისაუბრეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. დღეს მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადებები, არსებობს დასკვნები წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, არსებობს ასევე ყოველდღიური სინჯების აღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აუზი იყოს მოწესრიგებული და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს. პრობლემა არის კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც გაღიზიანებულია ერთი კონკრეტული თანამშრომლის გაშვებით. ეს…

მეტი...

Mercedes-Benz  რუსეთის ბაზრიდან გადის

გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz  რუსეთის ბაზრიდან გადის და ადგილობრივ შვილობილი კომპანიების აქციების გაყიდვის შესახებ განუცხდა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ  “ავტოდომ ჰოლდინგი”, როგორც Mercedes-Benz-ის რუსული განყოფილებების ახალი მფლობელი, შეძლებს სხვა კომპანიების მოზიდვას, რათა გააგრძელონ წარმოება. არსებული ინფორმაციით, Mercedes-Benz  უკანასკნელი უცხოელი ავტომწარმოებელია, რომელმაც რუსეთი დატოვა.

მეტი...

რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან – ,,ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ შეფასებით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ  ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების ანალიზით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. „რუსული ძალოვანები ასევე პირდაპირ დაუპირისპირდნენ პუტინს უკრაინაში რუსული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურებში. Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ…

მეტი...

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და განახლებადი ენერგიების წახალისების პოლიტიკასა და ხელშემწყობ მექანიზმებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა საინვესტიციო კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია და ვმასპინძლობთ 30-მდე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელს, ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს. განახლებადი ენერგიების კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინვესტორებს მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული კონფერენცია ამის საუკეთესო შესაძლებლობაა. განახლებადი ენერგიების განვითარების მიზნით…

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლები ფაქტი – პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. ,,ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2…

მეტი...

,,სპეციალურად მანიპულირებენ, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ვიდეომასალას, თითქოს ბავშვების საცურაო აუზში ყოფნის დროს მოხდა წყლის ქიმიური დამუშავება. ​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას. „მინდა, შევეხო ერთ არასასიამოვნო საკითხს. სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და…

მეტი...

რუსეთის  მიერ დნიპროს დაბომბვას ორსული ქალი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის  მიერ დნიპროს დაბომბვას ორსული ქალი ემსხვერპლა. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ 1 დაღუპულის და 3 დაშავებულის შესახებაა ცნობილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა.…

მეტი...

,,ბოლო დღეების განმავლობაში, პარკებსა და სკვერებში განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ. კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დანაშაულის ჩამდენ პირებს მიმართა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაზეც მერია ყოველთვის შესაბამის რეაგირებას მოახდენს. „მინდა შევეხო ვანდალიზმის ფაქტებს, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მტკივნეულია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიქსირდება ასეთი ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში ხდებოდა მიზანმიმართული დაზიანება კონკრეტული ინფრასტრუქტურის. ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში მოხდა განათების ბოძების დაზიანება, კონკრეტულად, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ, რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში, უსაფრთხოების. რა…

მეტი...

,,სამ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა. „როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან…

მეტი...