ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს. ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
მეტი...დღე: ოქტომბერი 26, 2022
მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აეკრძალა
კრემლის პროპაგანდისტის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, მას და დუმის დეპუტატს სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანს სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია. “კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სომხეთის ძლიერი მხარდამჭერი, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა აუკრძალა სომხეთში შესვლა. სხვათა შორის, მეც. მშვენიერია, სხვა რა ვთქვა” – წერს სიმონიანი ”ტელეგრამზე”.
მეტი...უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსები დნიპროზე ვერ გადავლენ, რადგანაც ყველა ხიდი კონტროლდება
„პირველი ეტაპი რუსული არმიის შეჩერება იყო. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელი გახდა ფრონტის მთელ ხაზზე სიტუაციის დარეგულირება“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი და დასძენს, რომ ოკუპანტის ჯარები მდინარე დნიპროზე ვერ გადავლენ „უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ. ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლებს წამოიწყებენ, რადგან ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის. უკრაინული მხარე აკონტროლებს ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით. მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში“ – აცხადებს…
მეტი...საცურაო აუზზე ბავშვები და მწვრთნელები მოიწამლნენ
თბლისის მერიის სპორტულ ცენტრ „იმედში” ათეულობით ბავშვისა და ორი მწვრთნელის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. როგორც მშობლები და მწვრთნელები აცხადებენ, სავარაუდოდ, წყალი იყო მოწამლული და ეს ქლორს უკავშირდება. ისინი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, რეალობის გარკვევას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. მოწამლული ბავშვების მკურნალობა სახლის პირობებში ხდება. მათ ბასეინზე ხველა და ღებინება აღენიშნებოდათ. როგორც სპორტული ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქიმიური დამუშავება ხდება მხოლოდ ცარიელ აუზში და გამოიყენება შესაბამისი ლიცენზიის მქონე ესპანური წარმოების ქლორი. ადმინისტრაციის მტკიცებით, აუზის წყალს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
მეტი...„პოლიციას არ უპოვია და უგზოუკვლოდ დაეხეტება“ – გაფრთხილება მშობლებს
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება ბავშვების გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მოქალაქე კი კონკრეტული ისტორიის შესახებ წერს, რომელი 10 წლის ბავშვს ეხება და მშობლებს აფრთხილებს. „მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ! და გააზიაროთ! ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული , ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო , ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო – ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა , რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტქეტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა…
მეტი...„გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია“ – ლევან სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, მარცვლეულის იმპორტის მხრივ, საქართველოსთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია. როგორც სილაგავა განმარტავს, თუ ქვეყანაში მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვი გაწყდა, დაცულობა ვერ იქნება. „ბაზრის დაცულობის მაღალი სეგმენტი ქვეყანაში მარცვლეულის მარაგის არსებობაა. მარაგებს კი წისქვილების მუშაობა ქმნის. როდესაც წისქვილი მუშაობს, ადგილზე ხორბლის ორთვიანი მარაგია, ასევე, ხორბალი უკვე გზაშია და ახალი კონტრაქტის გაფორმება ხდება, ეს ნიშნავს ჯაჭვის არსებობას. თუ ეს ჯაჭვი გაწყდა, დაცულობა ნაკლებია“ – აცხადებს სილაგავა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, რუსული ბაზარი ყველაზე იაფია. „რომც გვინდოდეს, როგორ უნდა შემოიტანო ხორბალი იგივე ყაზახეთიდან, რუმინეთიდან…
მეტი...უკრაინა გერმანიისგან მორიგ შეიარაღებას მიიღებს
მხარდაჭერის ნიშნად უკრაინაში მყოფი გერმანიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას შეიარაღებას გადასცემს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საუბარია დამატებით ორ რეაქტიულ სისტემასა და ოთხ ჰაუბიცაზე, რაც უკრაინას სჭირდება. „გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას. პრეზიდენტებმა ის გამოწვევები განიხილეს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპაში შეიქმნა და დახმარებაზეც იმსჯელეს. „განვიხილეთ რუსეთის ომით გამოწვეული საფრთხეების სხვადასხვა სპექტრი. უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გერმანიის წვლილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში პირველად ჩავიდა.
მეტი...პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულდება
უკრაინა მზად არის, გამოწვევა ჩააბაროს და მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, პირობა აუცილებლად შესრულდება. აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება”, – აცხადებს ზელენსკი. რაც შეეხება უკრაინის მიმართ არსებულ რეკომენდაციებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარება; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას; დეოლიგარქიზაციის კანონს; კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას; უმცირესობების დაცვას და სხვა საკითხებს. ევროკავშირის ანგარიშის წარდგენა კი 2023 წელს იგეგმება.
მეტი...პენტაგონი, ამ ეტაპისთვის, „ბინძური ბომბის“ გამოყენების საშიშროებას ვერ ხედავს
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე არ შეინიშნება მოძრაობა, რომელიც ბირთვულ საფრთხეზე მიანიშნებს. „ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის” გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი, გენერალი პატრიკ რაიდერი. ამერიკა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
მეტი...ამერიკა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს ატომური იარაღის გამოყენების საფრთხესთან დაკავშირებით. როგორც შტატების პრეზიდენტი განმარტავს, უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენება წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. „ება მომეცით, უბრალოდ აღვნიშნო, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ბირთვული წვრთნებისთვის ემზადება და აღნიშნულ ინფორმაციას თავად ავრცელებს. რუსეთი ბირთვული წვრთნების ჩასატარებლად ემზადება
მეტი...„ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული“ – მორიგი შეტევა უკრაინაზე
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. ამჯერად, დნიპროს დაარტყეს. „მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – აცხადებს პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ პატიება არ იქნება. „ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...რუსეთი ბირთვული წვრთნების ჩასატარებლად ემზადება
ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შემდეგ, რუსეთი უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ ბირთვული წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა სატესტო გაშვებაც განახორციელოს. რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკვე შეატყობინა, რომ ბირთვული ძალები წვრთნების – „გრომის“ ჩასატარებლად ემზადებიან. აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი ადასტურებს, რომ რუსეთისგან მსგავსი შეტყობინება მიიღეს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, წვრთნების დროს, რუსეთმა რაკეტების სატესტო გაშვება განახორციელოს.
მეტი...