ნიკოლ ფაშინიანი სოჭში სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, 31 ოქტომბერს სოჭში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ფაშინიანი მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში, სიმონიანმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ შეხვედრა შედგება“.

„ვიმედოვნებ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა ჩვენმა პარტნიორმა და მთავარმა მოკავშირემ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სომხეთის ინტერესების ხაზი გაჩერდა. სომხეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას უკან“, – აღნიშნა სიმონიანმა.

მსგავსი თემები