,,ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ”- ნიკა გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, არ გამორიცხავს, მათი ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია გოგაშვილის ოჯახის წევრების დაკავებაც.

„ეს ემსახურება მთავრობის მხრიდან და არა გამომძიებლების მხრიდან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან. რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით საზოგადოება, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით არავის მოქცევიან საერთოდ. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.”,- განაცხადა გოგაშვილმა.

მსგავსი თემები