რუსთავში ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე აფეთქება მოხდა აფეთქდა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც მძღოლიც იჯდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მძღოლის ჩაჯდომისთანავე აფეთქდა, მძღოლს კი მოკიდებული სიგარეტი ეჭირა ხელში.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ავტომობილში დამონტაჟებული გაზის აპარატი.

დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი თემები