ფოთში, უკრაინაში გასაგზავნი 8-10 ტონა ტვირთი დაიწვა

უკრაინაში გასაგზავნად  შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი მთლიანად განადგურდა. შენობას, სადაც ტვირთი ინახებოდა, ხანძარი გაუჩნდა და მისგან არაფერი დარჩა.

როგორც უკრაინელი მოხალისე ოლგა ლუკიანცევა ამბობს, საუბარია 8 – 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთზე.

„ჩემი აზრით, ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რადგან შენობის ფანჯრებზე უკრაინის დროშები მქონდა გამოკრული, ესეც ტერორისტული თავდასხმაა უკრაინელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ვიღაცას სურდა ეს პროვოკაცია, ეს შენობა ეკუთვნოდა კერძო პირს, სადაც ელექტროგაყვანილობაც კი არ იყო“, – ამბობს ოლგა ლუკიანცევა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით.

მსგავსი თემები