დუშეთში ვეტერანთა ჰოსპიტალი საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: დუშეთი, კოსტავას ქ. N 34; კულტურული მემკვიდრეობის შენობა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

მსგავსი თემები