„არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ადამიანი, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“ – კალაძე ვაკის პარკში დაშავებულს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა. კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“, – უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს. მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია. მან ასევე გამოხატა მადლიერება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა. „როგორც შემდეგ გავიგე,…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ჰყავს. ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას დაღუპულის  მეგობრები ავრცელებენ. მიხეილ ყაფლანიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს დღეს ემსხვერპა. ის 21-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.  

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი ნელი დოროყაშვილზე

ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მხრიდან ძალადობაში ბრალდებული და სასამართლოს მიერ სრულად გამართლებული ნიკოლოზ ბასილაშილი ყოფილ მეუღლეზე მოკლე კომენტარს აკეთებს. ,,მე არ მსურს საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ის ყველა შემთხვევაში ლუკასის დედაა, ამიტომ ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი”, – აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მედიასთან სასამართლოს დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა.  

მეტი...

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს

სასამართლომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა, თუმცა, ბრალდების მხარისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, განაჩენის კატეგორიული წინააღმდეგია. „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და…

მეტი...

„უნდა დავიწყო ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ის აცხადებს, რომ გახარებულია, რადგანაც ბავშვი მისთვის მთავარია და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ექნება. „ჩემს შვილთან 2 წელია ურთიერთობა არ მქონია ამ ქმედებების გამო. ამიტომ, ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეს. უნდა დავიწყო ამ ურთიერთობების აღდგება. ჩემთვის ბავშვი არის მთავარი. ჩემთვის პრიორიტეტულია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა“- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მედიასთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.  

მეტი...

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა – მოსამართლე ამ წუთებში განმარტებებს აკეთებს

„მოძალადე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად, ყველა ბრალდებაში გამართლებულია. მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა, ამ წუთებში განმარტებებს აკეთებს, რა გახდა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგნის გამამართლებელი განაჩენის საფუძველი. „სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი  – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის…

მეტი...

მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს განაჩენი გამოუტანა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს ნომერ პირველი ჩოგნის –  ნიკოლოზ ბასილაშვილის განაჩენს კითხულობს, მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილი სს საქმეში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. სასამართლო პროცესს თავად ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრება. მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ბასილაშვილების ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. სასამართლო პროცესი დოროყაშვილ-ბასილაშვილს შორის 2 წელია გრძელდება.  

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

2023 წლიდან,  ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. დღევანდელი მონაცემებით კი უკრაინამ ევროკავშირისგან  19 მილიარდი ევრო მიიღო. „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს,  როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში.

მეტი...

„ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე მორიგ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ვერ მოხდება. „როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“ – აცხადებს რატი ბრეგაძე. მინისტრი ასევე განმარტავს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მსგავსი მოთხოვნა არც მიუღია. ,,მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაში არსებობს უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი სახის ვარაუდებზე ვერც ერთ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით ერთი რამე, სააკაშვილი…

მეტი...

,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური ხასიათისაა“- რატი ბრეგაძე არესტოვიჩის განცხადებაზე

,,ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური ხასიათისაა“,- ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას. ბრეგაძის თქმით, კარგი იქნება, ალექსეი არესტოვიჩი მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, ურთიერთობებში და კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. „ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა, ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა სავარაუდოდ ამის შესახებ არაფერი იცის. ბუნებრივია, საკითხზე რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება რთული…

მეტი...

შსს-ს გენერალურმა ისპექციამ ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი.

მეტი...

,,ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის”- სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება “მთავარი არხის“ ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას, დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით. სემეკი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. ,,მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა. ახალ თავდაცვის კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა. ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი ჯარისკაცების…

მეტი...

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.

მეტი...

,,გთავაზობთ, არესტოვიჩის და პოდოლიაკის სისულელეების მოსმენა შევწყვიტოთ”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,არესტოვიჩი გვპირდება, თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულელეების მოსმენა შევწყვიტოთ,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ  განაცხადა. მისი თქმით, არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. „სანქციების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, არ ვიცით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ადამიანებს სანქციები რის გამო დაუწესა, თუმცა შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, უკვე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არესტოვიჩი ამბობს, თურმე უკრაინამ ძალების პროვოცირება თუ ინტერვენცია უნდა მოახდინოს საქართველოში. არ ვიცი, მას ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა. თუ ვინმე…

მეტი...

აკრძალული საღებავები სურსათში – საწებელისა და წიწაკის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით,  სურსათში “სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სააგენტომ ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. სააგენტოს ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებელისა და წიწაკის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა: შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ – აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9; წითელი წიწაკა – აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის…

მეტი...

,,რუსებმა კახოვკას ჰესი აპრილში დანაღმეს – ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს”- უკრაინის დაზვერვა

,,ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს,”- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს და ახლა  ჰესის სამთო საკეტებსა და საყრდენებზე სამუშაოებს აწარმოებენ ,,კაშხლის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი – ძირითადი დანაღმვის სამუშაოები ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. მიმდინარე კვირაში კახოვკას ჰესის საკეტები და სვეტები დამატებით დანაღმეს. კაშხალზე დამონტაჟებულია 2 სამხედრო სატვირთო მძღოლის გარეშე. ორივე მანქანა სრულად არის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებების ყუთებით,”- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მეტი...

„რუსი ტერორისტები აგონიაში არიან, ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით,  თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს. „რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, – განაცხადა ერმაკმა.    

მეტი...

,,არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი”- ხატია დეკანოიძე

,,არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია. „მე ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი…

მეტი...

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 24, 25 და 26 ოქტომბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება,”- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ჩვენი არსებობა რუსებს აღიზიანებთ”- დმიტრო კულება

,,ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბერლინში “საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ” გამართულ კონფერენციაზე  გამოსვლისას განაცხადა. ,,გენოციდის წაქეზებაც კი დანაშაულია, ისევე როგორც ბავშვების გატაცება და დეპორტაცია რუსებად აღზრდისთვის, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი უკრაინაში… როცა უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ დაივიწყონ თავიანთი ვინაობა და რუს ბავშვებად გაიზარდონ. ამას არავინ მალავს. ეს არის სისტემური ფენომენი, რომელსაც მთელი რუსული სახელმწიფო ახორციელებს… რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ,”- განაცხადა უკლებამ.

მეტი...

ხანძარი რუსეთში – ცეცხლი “ტექნოპარკის” საწყობს გაუჩნდა

მოსკოვის რეგიონში “ტექნოპარკის” საწყობს ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, უსპენსკის ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე  ხანძრის ფართობმა 2 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. “იყო საწყობის მშენებლობა, შიდა სამუშაოები, საწყობში არაფერი იყო. მსხვერპლი არ არის”, – განაცხადა  აგროკომპლექს ნოგინსკის გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

,,პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა, მე კი მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გავუგზავნე”- ბერლუსკონი

იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა ავრცელებს აუდიო მასალას, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ  რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღადგინა. როგორც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა,  პუტინმა ბერლუსკონს დაბადების დღეზე  20 ბოთლი არაყი და “ძალიან ტკბილი წერილი” გაუგზავნა. იტალიის ყოვილი პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს ”ნამდვილ მეგობრად” მოიხსენიებს. „მე მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო  და თანაბრად ტკბილი წერილი გავუგზავნე“, – აცხადებს ბერლუსკონი აუდიო ჩანაწერში.

მეტი...

,,იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია”- სარჯველაძე

,,იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია,” – ასე აფასებს  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას. მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. „უკრაინელი ხალხის მიმართ გულისტკივილი მაქვს, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მსხვერპლი დიდ შეცდომებში შეყვანის თვალსაზრისით. იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,არესტოვიჩის ლოგიკა ასეთია: ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვებიან დიპლომატები, ხოლო დიპლომატებს – ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ!,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას. მისი თქმით, ,,მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ არის რუსული იმპერიალიზმიდან კალკირებული”. ,,უკრაინის მიერ გამოცხებული ახალი სასანქციო სია რეალურად ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომეტირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების…

მეტი...

მკვლელობა ბათუმში – პროკურატურამ თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ,,თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად…

მეტი...

,,ბრალდებულმა თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა”- პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ  ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში,  არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა. მეორე ბრალდებულმა თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის…

მეტი...

,,ნაცებს“ ვუსურვებდი, უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები დაშლისკენ”- იაგო ხვიჩია

„ნაცებს“ ვუსურვებდი, დაშლისკენ უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები, საჭიროა, ნიკა ობოლაძეს თანაგუნდელები უფრო სწრაფი ტემპით აჰყვნენ,” – ასე ეხმიანება  პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ნიკა ობოლაძის მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას. ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს. „ნიკა ობოლაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი მცირე ნაბიჯია. „ნაცებს“ ვუსურვებდი, დაშლისკენ უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს. ახლა აღიარების პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება, ეს პროცესი ნიკა ობოლაძემ დაიწყო, მაგრამ მარტო ის ვერ უშველის ამ პროცესს. საჭიროა, უფრო სწრაფი ტემპით აჰყვნენ თანაგუნდელები და…

მეტი...

,,ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება”- ალეკო ელისაშვილი

,,ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება,”– ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას. ელისაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები დამაზიანებელია. „ასეთი განცხადებები დამაზიანებელია. ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება. სადღაც უნდა გაჩერდნენ ქართული და უკრაინული მხარეები. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგან. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი სირცხვილია ჩვენი…

მეტი...

,,სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ”- თეა წულუკიანი

საქართველოს  კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ. „მე არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია. ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

,,ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, თუ არ ჩამოსცილდება მმართველობას”- ხატია დეკანოიძე

,,ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთ ტერორისტულ სახელმწიფოდ. „მას შემდეგ, რაც განკარგულება ძალაში შევა, უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიმართავს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც არის ჩამონათვალი, კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები. მოგეხსენებათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში ამოქმედებულია ძალიან მნიშვნელოვანი მაკფოლი- ერმაკის სანქციების ჯგუფი, რომელიც რეალურად მუშაობს რუსეთთან კავშირების დადგენაზე, ასევე ინფორმაციის გაცვლაზე და შემდეგ უკვე…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 429 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 429 ბავშვი ემსხვერპლა, 1 246-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 417, ხარკოვის ოლქში – 259, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 69, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში – 64. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა”- ალექსეი არესტოვიჩი

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩმა ჟურნალისტის კითხვის „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, განაცხადა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას…

მეტი...

,,გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი”- ხაბეიშვილი ოთხ დეპუტატს მიმართავს

,,ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენ რუსულ კავშირებთან დაკავშირებით – გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი,”- ასე მიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბიზნესმენებს ვასილ ჩიგოგიძეს, ალექსანდრე დალაქიშვილს, ანტონ ობოლაშვილის და ისკო დასენს. ხაბეიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს დატოვონ უმრავლესობა და უზრუნველყონ “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლა პარლამენტში. ,,მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში, ახლა მე დავასახელებ ოთხ მათგანს, თუმცა ეს არ არის ცხადია ვიწრო წრე, რომელი მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, საუბარია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილზე და ისკო დასენზე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენ რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, ასევე, სხვებთან…

მეტი...

,,არ მადარდებს ივანიშვილების ოჯახის ქონება, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არ იყო სწორი”- ალეკო ელისაშვილი

,,როცა უკრაინა თავს ასე ვაჟკაცურად იცავს, ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ, ერთმანეთთან ზურგით დავდგეთ და ამით გავახაროთ რუსეთი,”- ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას. მისივე თქმით, ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების აღნიშნული  გადაწყვეტილება არ იყო სწორი. „სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. აქედან რა დააკლდება ივანიშვილს, არ ვიცი. ალბათ, ბევრი არაფერი, მაგრამ ეს აფუჭებს ურთიერთობებს. სულ არ მადარდებს ბიძინა ივანიშვილი და ის, მას უკრაინაში აქვს თუ…

მეტი...

,,სანქციები ალბათ უნდა აღვიქვათ როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში”- წულუკიანი

,,ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება,”- ასე აფასებს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას. წულუკიანის თქმით, ”ძალიან სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს”. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას…

მეტი...