,,აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა  აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა. ამის შესახებ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინი შეერთებული შტატებს და მის მოკავშირეებს ექსტრემისტული და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, უკრაინამ, ფაქტობრივად, დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ.

„ახლა აშშ ტუმბავს იარაღს (უკრაინაში), მათ შორის მძიმეს, უგულებელყოფს კიევის რეჟიმის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ. ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული “ბინძური ბომბის” გამოყენება პროვოკაციებისთვის” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე  თქმით, აშშ უკრაინას იყენებს  „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ ბელარუსის რესპუბლიკასთან, ОДКБ -სა და მთლიანად დსთ-ის წინააღმდეგ“.

მსგავსი თემები