ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატთა ნაწილი კი სასამართლოს გირაოს სთავაზობს, ნაწილი კი გათავისუფლებას. საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კი აცხადებს, რომ დანაშაული სახეზეა, რომელიც ბრალდებულებმა ჩაიდინეს. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა.

მეტი...

პროკურორის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულებს სინანულის გრძნობაც არ გააჩნიათ

„გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ მოხდა დანაშაული“, – აცხადებს ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულთა საქმის პროკურორი მედიასთან. როგორც არჩილ ტყეშელაშვილი განმარტავს, მათ სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ. „დასკვნებში არ ეწერა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომ სამუშაოები შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს და წესებს, ეს დოკუმენტები არის ყალბი და ვედავებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას. შემსრულებელი, ,,გრინსერვის პლუსი” ვალდებული იყო, წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სწორედ ამ მოვალეობის შეუსრულებლობაზე ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, რომ ეს მოვალეობა არ შეასრულა. სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა…

მეტი...

კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების ბრძანება ვოლოდიმირ ზელენსკის გამოცემულია

„უშიშროების საბჭოს ზელენსკი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე, როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მის მიერ იყოს გამოცემული, რა თქმა უნდა, ეს ასეა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭო საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდა ომისკენ. „უშიშროების საბჭოს მდივანიც პირდაპირ ექვემდებარება ვერტიკალს. უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომის გაჩაღებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლა ნაცვლად მოწოდებისა, გამოდის უკვე შანტაჟით, მარტივი ლოგიკაა, ვერავითარი შანტაჟით ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ გახსნიან. არ ვიცი, უკრაინელები რას იზამენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს,…

მეტი...

„შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში“ – ირაკლი კობახიძე

უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ შანტაჟით ბიძინა ივანოშვილს ვერ აიძულებენ, პოლიტიკაში დაბრუნდეს. „ერთი მხრივ, უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას ფაქტობრივად სანქციებით, ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას…

მეტი...

„როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე“ – დავით არახამია  

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრი დავით არახამია პირველ შეფასებას აკეთებს. „სალამი, ქართველო ხალხო. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის“ – აცხადებს დავით არახამია. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო…

მეტი...

უჩა მამაცაშვილის დასანქცირებაზე მისი ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა…

მეტი...

„არ შემიძლია მანდატის შესრულება“ – რატომ გადადგა ბრიტანეთის პრემიერი?!

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“, – ასეთია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის გზავნილი, რომელმაც დაკავებული პოზიცია დატოვა და გადადგა. როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, მეფეს უკვე აცნობა საკუთრი გადაწყვეტილების შესახებ. „მოვედი თანამდებობაზე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს. ოჯახები და ბიზნესი წუხდნენ, როგორ გადაეხადათ გადასახადები. პუტინის უკანონო ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შეფერხებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მე ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“ მანდატით, რომ ეს შემეცვალა. ჩვენ შემოვიღეთ ენერგიის გადასახადები და ეროვნული დაზღვევის შემცირება. ჩამოვაყალიბეთ…

მეტი...

როგორია ამერიკის ელჩის შეფასება უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებაზე?!

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ელჩი განმარტავს, ეს არ არის ამერიკის სანქცია და პასუხი უკრაინულმა მხარემ უნდა გასცეს. „ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს… რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, – განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ სანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი შეიყვანა. სანქცირებულები არიან:  ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე ქეთევან…

მეტი...

,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით”- ილია დარჩიაშვილი

,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით – მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს საქართველოს, აღარ იქნება მომავალში. „შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელარუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული…

მეტი...

,,ხარკოვის რეგიონში ტერიტორიის მხოლოდ 1,8% რჩება დროებით ოკუპაციაში”- სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკოვის რეგიონში ტერიტორიის 2%-ზე ნაკლები რჩება ოკუპაციაში. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტების თავდაცვის ხაზის უკანდახევას. ,,დღეს რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 1,8% რჩება დროებით ოკუპაციაში – ეს არის 32 დასახლებული პუნქტი”, – განაცხადა სინეგუნოვი.  

მეტი...

,,ამის შემდეგ, ალბათ, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ” – სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

,,ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ,”-  ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მიერ  ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას. სარჯველაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორების ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. „იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი და ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადან…

მეტი...

მილანში დააკავეს ქართველი, რომელმაც „ფერარის“ მაღაზიიდან სათვალე მოიპარა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანში, „ფერარის“ მაღაზიიდან საქართველოს მოქალაქემ მზის სათვალე მოიპარა. 43 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა, ჩხრეკისას მას 1 000 ევროს  ღირებულების სათვალე უპოვეს. მას თან ახლდა თანამზრახველიც, რომელმაც პოლიციის მისვლამდე გაქცევა მოახერხა. იტალიური მედიის ცნობით, მძარცველებმა ნივთები მანეკენს მოხსნეს და მათი დამალვა ტანსაცმლის ქვეშ დაიწყეს.

მეტი...

,,საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა”- გონჩარენკო

რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, უკრაინის მიერ  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის დასანქცირებას ეხმაურება. ,,უკრაინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს – ზელენსკის განკარგულებით. ასეა, საქართველოს დე ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ ბურთი გაუშვა,” – წერს გონჩარენკო.   უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

მეტი...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ლიზ ტრასის განცხადებით, პრემიერი “დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის” დროს გახდა. ,,მე ვაღიარებ, სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”,- განაცხადა ლიზ ტრასმა. ტრასი პრემიერ-მინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს. ბრიტანეთის ისტორიაში ლიზ ტრასი თანამდებობას ყველაზე ხანმოკლე პერიოდით,  44 დღის განმავლობაში იკავებდა.

მეტი...

უკრაინამ სანქციები კიდევ სამ ქართველ ბიზნესმენს დაუწესა

უკრაინამ სანქციები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრების გარდა სანქციები კიდევ სამ ქართველ ბიზნესმენს დაუწესა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქციები შეეხებათ დავით იაკობაშვილს; ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები  256 რუს ბიზნესმენს და მათ ოჯახებს დაუწესა.  

მეტი...

რა შეზღუდვები ვრცელდება ივანიშვილის სანქცირებულ ოჯახის წევრებზე – სანქციების ჩამონათვალი

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთაევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 256 რუს ბიზნესმენს და მათ ოჯახებს. სანქცირებულ პირებზე შემდეგი შეზღუდვები გავრცელდება: ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების ჩამორთმევა, ისევე როგორც აქტივები, რომლებთან დაკავშირებითაც ასეთ პირს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების მეშვეობით) განახორციელოს იდენტური შინაარსის ქმედებები. მათი განკარგვის უფლება; სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა); უკრაინიდან კაპიტალის…

მეტი...

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთაევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 256 რუს ბიზნესმენს და მათ ოჯახებს. სანქცირებულთა შორის არიან  რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები: ვლადიმერ ლისინი, ლეონიდ მიხელსონი, გენადი ტიმჩენკო, სულეიმან კერიმოვი, მიხაილ პროხოროვი, ლეონიდ ფედუნი, დიმიტრი რიბოლოვლევი, იური კოვალჩუკი და მისი ოჯახის წევრები და სხვები.

მეტი...

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით,სასაზღვრო ბარიერი ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამონტაჟდება. მოგვიანებით კი,  შესაძლოა  ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტებთანაც აშენდეს. ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მზადაა სწრაფად დაიწყოს საპილოტე პროექტი. მესაზღვრეების განცხადებით, კედელი განსაკუთრებით საჭიროა ფართომასშტაბიანი და არალეგალური მიგრაციის გასაკონტროლებლად.

მეტი...

მკვლელობა გურიაში – პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე…

მეტი...

პედოფილია ქუთაისში – პოლიციამ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა…

მეტი...

,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის”- გოცირიძე

,,რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა?,”- ამ კითხვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის. „ბატონო ილია, თქვენ ალბათ იცით, რომ კიევში გაიხსნა ქუჩა, რომელსაც „გამბედაობის ხეივანი“ ჰქვია. ამ ხეივანში გამოსახულია იმ ლიდერების გვარი და სახელი, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს კიევში ჩავიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ამ ქვეყანას. პირველი ეს ვარსკვლავივით გვარი, რომელიც ამოიკვეთა, იყო პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა.…

მეტი...

,,ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი”- ალეკო ელისაშვილი

,,საქართველოს ზოგიერთი ელჩით აბსოლუტურად აღტაცებული ვარ, ზოგიერთს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ. მისი თქმით, ელჩები ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ. „ფაქტია, პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ. ელჩი ყველგან არ გვყავს. ვიცით, რომ ზოგიერთი ელჩი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ფარავს, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ბევრ ქვეყანაში ელჩებით არის წარმოდგენილი და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და…

მეტი...

,,რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო”- დარჩიაშვილი

„ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გვაქვს“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.  „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის,“ – განაცხადა მინისტრმა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა – ჩოგბურთელი სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ბასილაშვილის დღეს სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება. დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე, თითქმის ორწლიანი სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, ნელი დოროყაშვილი დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მეტი...

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის აქტუალიზაციისთვის”- მინისტრი

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის. ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

მეტი...

„უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% – რუსეთის ფედერაციის სახით”- ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% – რუსეთის ფედერაციის სახით. მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს. „უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% – რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს“, – წერს ერმაკი.  

მეტი...

ირანში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის მოსწავლეს სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა

ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მოსწავლემ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში. რამდენიმე სტუდენტმა მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე მათგანი სცემეს. ირანის ხელისუფლება გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და სკოლის მოსწავლის გარდაცვალებას გულის პრობლემებს აბრალებს.  

მეტი...

,,მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას – გირაოს სახით“- ვახტანგიშვილის ადვოკატი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის დაცვის მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობით მიმართვას აპირებს. ადვოკატ, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, გიორგი ვახტანგაშვილი  მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. „საკმაოდ კომპლექსურად, არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ვახტანგაშვილი იყენებს დუმილის უფლებას, სამწუხაროდ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩემებური ინტერპრეტაცია მივცე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ის დღევანდელი მდგომარეობითაც გამოთქვამს სურვილს, რომ გამოძიების მიმართულებით მაქსიმალურად გააგრძელოს თანამშრომლობა.…

მეტი...

ხარკოვში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა – დაიღუპა 2 ადამიანი

ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა ოთხი ადამიანი. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რეგიონში დატოვებული ნაღმების აფეთქების საშიშროების მაღალი დონეა. „გუშინ იზიუმის რაიონში ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა“, – განაცხადა სინეგუბოვმა. სინეგუბოის ინფორმაციით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პიროტექნიკურმა ქვედანაყოფმა დეოკუპირებულ ტერიტორიების განაღმვას აგრძელებენ და მათ  მხოლოდ ერთ დღეში, 657 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.  

მეტი...

,,პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ არასწორად გათვალა”- ოლაფ შოლცი

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია. „მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული. რუსეთის დაბომბვა და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსი მამაკაცების ომისთვის მობილიზება, სასოწარკვეთილების აქტია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.    

მეტი...

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია. ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი. რჩევნებში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურო საბჭოს 30-მა წევრა, საიდანაც 28-მ ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი. არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების განცხადებით, არჩევნები წესის დარღვევით მიმდინარეობდა და  აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.

მეტი...

სენაკთან, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა  და თხრილში ჩავარდა

სენაკთან, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა  და თხრილში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ჰგონიათ, რევოლუცია მოხდება, ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერი, რასაც აღსრულება არ უწერია”- ზარქუა ოპოზიციაზე

,,რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანამ „ოცნების“ მმართველობაში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას, ჰგონიათ, რევოლუცია მოხდება, ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერი, რასაც აღსრულება არ უწერია,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირეს, რაც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ეხება. „რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ნამდვილად არ არის ევროინტეგრაცია, მათი ამოცანაა რამენაირად საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას. ჰგონიათ, რომ ამას გადაზრდიან სახალხო მღელვარებაში, ხალხი გამოვა, ჩვენ დაგვამხობს, რევოლუცია მოხდება და შემდეგ ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერ-მინისტრი. თანამდებობები გადანაწილებული აქვთ უკვე. ეს არის მათი მიზანი…

მეტი...

სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ს ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი – 36 407. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა.  

მეტი...

იაშვილის კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა

იაშვილის კლინიკამ, დროებით, პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. რეგულირების სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში დარღვეულია ინფექციის კონტროლის მექანიზმები. კლინიკის დახურვას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეც. მისი განცხადებით, სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი. ,,ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის,…

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში  428 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში  428 ბავშვი ემსხვერპლა, 1243-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 415, ხარკოვის ოლქში – 258, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 69, ლუგანსკის ოლქში – 64, ნიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში – 64.. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...