რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან – ,,ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ შეფასებით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ  ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების ანალიზით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.

„რუსული ძალოვანები ასევე პირდაპირ დაუპირისპირდნენ პუტინს უკრაინაში რუსული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურებში. Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში.

 

მსგავსი თემები